თეგებით ძიება

„გაუგებარია, რატომ დაიწყო დასავლეთმა უკრაინის ნატოში შეთრევა“ - ვლადიმერ პუტინი

"გაუგებარია, რატომ დაიწყო დასავლეთმა უკრაინის ნატოში შეთრევა“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც რუსეთის ლიდერი ამბობს, უკრაინამ დამოუკიდებლობა დეკლარაციის საფუძველზე მოიპოვა.

"კიევმა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე მოიპოვა. ამ დეკლარაციაში შავით თეთრზე ეწერა, რომ უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფოა. ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო დასავლეთმა უკრაინის ნატოში შეთრევა. ეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეს ქმნის“, - აცხადებს პუტინი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა