თეგებით ძიება
29. 07. 2023 ვიდეო

მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა და სამსახურს ეძებს (ვიდეო)

ამერიკაში გაქცეული სამი გამგებელი - წეროვანის, წილკნისა და ნაოზას მოსახლეობა მერის წარმომადგენლების გარეშეა დარჩენილი.  ზაზა როსტიაშვილმა, რამაზ ანდრიაშვილმა და ლაშა თადიაშვილმა განცხადება ცოტახნის წინ მოულოდნელად დაწერეს. 

მათი ნაწილი შეერთებულ შტატებში  არალეგალური გზით, მექსიკის გავლით წავიდა, ნაწილი კი ოფიციალური ვიზით გაემგზავრა და ახლა იქ თავშესაფარს ითხოვს.

იმის გამო, რომ გამგებლები აშშ-ში  წავიდნენ,  ადმინისტრაციული შენობები დაკეტილია და მოსახლეობის თქმით, გაქცეული გამგებლების უფლებამოვალეობებს მეზობელი სოფლის წარმომდგენლები ასრულებენ.

წყარო - "მთავარი არხი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა