"ჩემს ჯგუფში, ტოპ ოცეულში, პირველ ადგილზე ვარ" - რას ამბობს ნინი შერმადინი? (ვიდეო)
მომღერალი, ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს. მან მორიგი წარმატების შესახებ „დილა მშვიდობის საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
"რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ხმის მიცემა. ტოპ ოცეულში გადავედი და პირველ ადგილზე ვარ. არის ჯგუფები, რომლის ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, რადგან გასაიდუმლოებულია. როგორც გითხარით, ჩემს ჯგუფში ოცეულში პირველ ადგილზე ვარ. შემდეგი ეტაპია ტოპ 15-ში მოხვედრა, შემდეგ 10-ში, მერე გაიმართება ნახევარფინალი და ფინალი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მაქვს ბმული, სადაც უნდა გადახვიდეთ, გაიაროთ ვერიფიკაცია და ხმის მიცემა უფასოდ შეგეძლებათ, 24 საათში ერთხელ. ერთი კვირის მანძილზე გაირკვევა ტოპ 15-ის ვინაობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს, ვეცდები მაქსიმალურად გასახელოთ”, – ამბობს ნინი შერმადინი.