თეგებით ძიება

„მეორე ბავშვზე იყო ორსულად, წლინახევრის ჰყავს პირველი ბავშვი“ - ახალი დეტალები გლდანში დაღუპულ გოგოზე

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული, ნა­თია ამა­რი­ა­ნია.

ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც  გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა.

სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

„მეხუთეში, კარფურის წინ პამპერსების მაღაზია რომ ლუდის გვერდზე, იქ იყიდა პამპერსებში რაღაცები ამ საწყალმა გოგომ. მანქანა ეყენა ეზოში, ხილ ბოსტანი რომ არის, მანდ. გამოვიდა და უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში, შემოფრინდა ავადმყოფი და დაეჯახა, ფეხები მოწყვიტა ამ გოგოს და ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვზე იყო ორსულად. წლინახევრის ჰყავს პირველი შვილი“ - წერენ თვითმხილველები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა