აფეთქება მოსკოვში - საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა
გამთეენისას მოსკოვში აფეთქება მოხდა. უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად „მოსკოვი სითის“ ცატამბჯენის ფასადი დაზიანდა და დაცვის თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული „ტასსი“ ავრცელებს.
ინციდენტს გამოეხმაურა მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, მან მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.
"ამაღამ უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მსუბუქად დაზიანდა ქალაქის ორი საოფისე კორპუსის ფასადები",- დაწერა მან Telegram-ზე.
მომხდართან დაკავშირებით, მოსკოვის საჰერო სივრცეში ნებისმიერი ხომალდების ყოფნა დროებით აიკრძალა. ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია, რეისები სხვა აეროპორტებშია გადამისამართებული.