„ჩვემი შრომის ნაყოფი“ - ეკა კოჭლამაზიშვილის ხელნაკეთი ნივთები „არტ-გენზე“
ეკა კოჭლამაზიშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. მის მიერ დამზადებული ნივთები ძირითადად წამოადგენს ფერად აქსესუარებს - სამაჯურებს, ყელსაბამებს, საკიდებს, საფულეებს...
გარდა ამისა, მის მიერ დამზადებულ ნივთებს შორისაა მისი შვილის დიზაინით შექმნილი „ჩანთა-ვიოლინოები“, რომელიც მართლაც გამორჩეულ და მრავალფეროვან აქსესუარს წარმოადგენს - გარდა იმისა, რომ იგი გამოიყენება როგორც ჩანთა, ასევე მასში დამონტაჟებულია ე.წ. დინამიკი, რომელიც უკავშირდება ინტერნეტს და რადიოს სიხშირეებს იჭერს.
ეკა კოჭლამაზიშვილის მრავალფეროვან კოლექციაში ასევე შეხვდებით ბუნებრივი ქვებით გაფორმებულ ქვერის ფორმის საკიდებს, რომლებიც განსაკურებით მოსწონთ ტურისტებს.