თეგებით ძიება

ვაგნერელები პოლონეთის საზღვრისკენ მოიწევენ - პოლონეთის პრემიერი

„ტაბულას“ ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ბელარუსიაში გადასვლის გამო, უკრაინა ჩრდილოეთ საზღვარზე დაცვას აძლიერებს. პოლონეთის პრემიერმინისტრი კი აცხადებს, რომ პოლონეთისა და ლიტვის საზღვრისკენ 100-ზე მეტი ვაგნერელი მიიწევს. მატეუშ მორავიეცის თქმით შესაძლოა, ვაგნერელებმა საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სცადონ.

"ისინი ალბათ ბელარუსიის მესაზღვრეებად იქნებიან გადაცმული და დაეხმარებიან არალეგალურ იმიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში, პოლონეთის დესტაბილიზაციაში, მაგრამ ისინი ასევე შეეცდებიან შემოვიდნენ პოლონეთში, როგორც არალეგალური იმიგრანტები და ეს დამატებით რისკებს ქმნის." - თქვა პრემიერმინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა