„ქალი ბრაზდება, დახლზე ყრის ქართულ „ჩვენი სუფრას“, იღებს სლობოდას და მასკოვსკი პროვანსალს“ - რა მოხდა მაღაზიაში?
„ახლა მითხარით-ასეთი ქართველებით რომელ ხრამში გადავარდებით“ - სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:
„ჩვენი მაღაზიები, ისევე როგორც ქვეყანა სავსეა რუსებით, მაგრამ ამაზე არ ვწერ - რაღაც მინდა მოგიყვეთ.
ლიბრეში ვარ, შემოდის დედა 2 შვილით-რუსები. ქალი ხედავს სავსეა მაღაზია რუსული პროდუქციით- მაიონეზის ყიდვა უნდოდა, ხედავს დევს „მასკოვსკი პროვანსალ“ - საპატიო ადგილას და ქალი ამბობს-ვსო ნაშა, პროდუქცია ი ვსო, ა ნას ნე ხატიატ - ყველაფერი ჩვენი აქვთ და ჩვენ არ ვუნდივართო. მე ავიღე ქართული მაიონეზი. მოდის ამ ქალის 12-13 წლის გოგო და დედას ეუბნება-მამა, სმატრი-გრუზინსკი მაიონეზ. სანამ დედა რამეს ეტყოდა ვეუბნები - უნას აკცია, კუპი გრიზინსკი (აქცია გვაქვს-იყიდე ქართული) და ვუღიმი. ბავშვი იღებს 4 ცალს და დედაც თანხმდება იყიდოს-
-ა, ეტა ვკუსნო? (გემრიელია?) - მეკითხება.
-ძალიან - ვპასუხობ
და ამ დროს ხდება კულმინაცია❗️❗️❗️მოდის ქართველი ქალი, სავსე კალათით და სულ რუსული პროდუქცია რომ აქვს ნაყიდი და მე მეუბნება-არ გრცხვენია?? რუსულად რატომ ელაპარაკები!
მეც ცერემონიის გარეშე მის კალათაში ვდებ 5 ცალ ქართულ მაიონეზს,ვიღებ მასკოვსკი პროვანსალს და ვეუბნები - აი ახლა მელაპარაკე და ვუღიმი. ქალი ბრაზდება, რაღასაც ბურდღუნებს-ეს რად მინდა, დახლზე უხეშად ყრის ქართულ „ჩვენი სუფრას“, იღებს სლობოდას და მასკოვსკი პროვანსალს და მიდის სალაროსთან. რუსი ქალიც იგივეს აკეთებს-გოგოს გული წყდება-მე 1 ცალი „ჩვენი სუფრა“ ვაჩუქე და ვეუბნები - ქართული უკეთესია.
ახლა მითხარით-ასეთი ქართველებით რომელ ხრამში გადავარდებით“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.