ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 9 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 9 მოქალაქე დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს 9 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.