თეგებით ძიება

Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგ რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.

დღეს, 31 ივლისს გამთენიისას Astoria Grande-მ რუსი ტურისტები საქართველოში კიდევ ერთხელ შემოიყვანა. 

მოქალაქეები ბათუმის პორტში გემის შემოსვლას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა. ადგილზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოქალაქეები ამ წუთებშიც ბათუმის პორტში რჩებიან. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ ლაინერი პორტს არ დატოვებს.

მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა