როგორი ამინდი იქნება საქართველოში აგვისტოში? - რას წერს მეტეოროლოგი?
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში აგვისტოს მოსალოდნელ ამინდზე წერს.
"აგვისტო საქართველოში იქნება ნორმაზე ცხელი!თვის განმავლობაში ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, როგორც სანაპიროზე, ასევე დაბლობსა და ბარში, მთასა და მაღალმთაში.ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი და ცალკეულ დღეებში ზოგან +41 გრადუსს მიაღწევს.ასე, რომ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი დასვენების დღეები თვის განმავლობაში თამამად!ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ… ბევრი კარგი მოგონება დაგრჩეთ!“, – წერს კობა ფარტენაძე.