თეგებით ძიება

ბათუმში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

"ლელოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

კუპრაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ქალს პირადი ნივთები წაართვეს და არ აძლევენ ზარის განხორციელების საშუალებას.

"დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორიციელების შესაძლებლობას!", - წერს ირაკლი კუპრაძე.

ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციზე 9 ადამიანი დააკავა.

მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ რუსი ტურისტების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გემზე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა