თეგებით ძიება

„თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან?“ - წილოსანი ბერძენიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი, სოციალური ქსელ.ის მეშვეობით ლევან ბერძენიშვილს მიმართავს.

"ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს - თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწინვალე არ არის,  თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი  ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების? 

რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში..

ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, ლეკვი ლომისა სწორია-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ  რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე… 

დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს ..." - წერს წილოსანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა