თეგებით ძიება

მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი რუსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

"მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბათუმში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება - საკრუიზო ლაინერი რუსი ტურისტების ნაწილმა უკვე დატოვა და ახლა სავარაუდოდ ტურისთვის ემზადებიან. პოლიციამ ისინი ადგილიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა. აქცია ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციამ აქციზე 9 ადამიანი დააკავა.

მოქალაქეები ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ რუსი ტურისტების უმეტესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ გემზე იმყოფებიან ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა