თეგებით ძიება
31. 07. 2023 მსოფლიო

ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე - კადრმა უბედური შემთხვევევა ასახა

ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივი ფოტოც კი შესაძლოა საშინელი ისტორიის მატარებელი იყოს, ზოგიერთი ასეთი კადრი ადამიანს დანახვისთანავე ჟრუანტელს ჰგვრის. ფოტოებზე ადამიანები შეიძლება იღიმოდნენ, მხირულობდნენ, ბედნიერადაც კი გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

ბარბარა რუფსმა (1972 წლის ფოტო) რბოლის დატოვების შემდეგ თავი მოიკლა

1960-იანი წლების რბოლის სიმბოლო და სახე - ბარბარა რუფსი. ლამაზმანმა თავის დროზე მრბოლელები და გულშემატკივრები თავისი ეფექტური გარეგნობით მოხიბლა. რუფსი რბოლებს აცოცხლებდა, უამრავი ადამიანი ტრეკზე მხოლოდ მის სანახავად მიდიოდა.

ეს ფოტო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ფოტოგრაფ ტომ უესტის მიერ იქნა გადაღებული. უესტი და რუფსი მისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას მეგობრობდნენ, მაგრამ როდესაც ხელოვანი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა მათ ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგეს, ხოლო 2000-იან წლებში როდესაც რუფსი მასთან ურთიერთობის აღდგენას შეეცადა სამწუხარო სიმართლე შეიტყო. სარბოლო ტრასის დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბარბარამ თავი მოიკლა.

ჯულიანა კეპკე ავიაკომპანია "LANSA"- ას რეისი 508 -ის ბორტზე ერთადერთი გადარჩენილი გახლავთ

ავიაკატასტროფის შემდეგ გოგონამ ჯუნგლებში 11 დღე გაატარა. 1971 წლის შობის ღამეს ჯულიანა მარგარეტ კეპკე მზად იყო არდადეგები სახლში გაეტარებინა. ჯულიანა დედასთან მარიასთან ერთად, როდესაც პერუში, ლიმას აეროპორტში "LANSA"-ას რეის 508-ზე ჯდებოდა, ფიქრობდა რომ ეს ერთი ჩვეულებრივი ფრენა იქნებოდა, მაგრამ როდესაც თვითმფრინავს პერუს ტროპიკული ტყის თავზე ელვამ დაარტყა, კატასტროფა მოხდა.

ამაზონის ჯუნგლების შუაგულში 2800 მეტრის სიმაღლიდან დაცემის შემდეგ, 17 წლის ჯულიანამ მაშველების საძებნელად კიდევ 11 დღე იხეტიალა. გოგონას ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა თვალისა და მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება, ასევე ტვინის შერყევა და მრავლობითი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა.

როდესაც ჯულიანა გონს მოვიდა, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხსნა ადგილობრივებისგან ეთხოვა: თვითმფრინავიდან მაშველებმა ის ვერ შენიშნეს, დახმარების სიგნალის მიცემა კი შეუძლებელი იყო, ზოგადად, იმ დროს ავიაკატასტროფებისას როგორც წესი, უფრო გარდაცვლილებს ეძებდნენ, ვიდრე ცოცხლებს. თავად ჯულიანას მამისგან მიღებული ცოდნა - პანიკის, ტკივილისა და შიშის დაძლევის შესახებ დაეხმარა.

გველების, ხვლიკების და სხვა საშიში ცხოველების გამო, გოგონას დაძინების ეშინოდა, თუმცა თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და გადარჩენის ინსტიქტს აყოლილი სვლას კვლავაც განაგრძობდა. ხეტიალის მეათე დღეს ჯულიანამ მოტორიანი ნავი და მის გვერდით ბენზინის ქილა იპოვა. იმ დროისთვის ჭრილობებში გოგონას უკვე ლარვები ჰქონდა გაჩენილი, დაზიანებული ქსოვილებიდან მან საწვავი სითხის საშუალებით 30-მდე პარაზიტი ამოიყვანა. საბედნიეროდ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს, რომლებსაც გოგონამ ყველაფერი აუხსნა, მათ ჯულიანა აეროპორტში გადაიყვანეს, მე-12 დღეს კი გოგონამ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა