თეგებით ძიება

როგორ მოვიშოროთ ტილები? - გიორგი ღოღობერიძის რჩევა (ვიდეო)

თავის ტილები არიან პატარა უფრთო მწერები, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის თმებში. ისინი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ბავშვებში.

თავის ტილი მოყავისფრო-მოშავო შეფერილობისაა. გამოჩეკისას ქინძისთავის ზომისაა, ხოლო გაზრდილი სეზამის მარცვლის ხელა.

მათ არ შეუძლიათ ფრენა, ხტუნვა ან ცურვა და გადაეცემა თავის თავთან კონტაქტით, ანუ ცოცდება დაინფიცირებული ადამიანის თმიდან სხვა ადამიანის თმაზე.

თავის ტილების ქონა არაა გამოწვეული ბინძური თმით ან ცუდი ჰიგიენით. თავის ტილი ნებისმიერი ტიპის თმას შესაძლოა შეესიოს, დამოუკიდებლად თმის სიგრძისა და მდგომარეობისა.

ნახეთ, ტილების მოშორების წესები და დეტალები, რომელსაც პროცედურის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ:


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა