ჩვენ არ გვჭირდება ბატონი, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება ამერიკისა და ევროპის მიმართ მონური დამოკიდებულების გამოხატულებად შეაფასა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის უცხოა სამშობლოს ცნება.
"ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნება სამშობლო რა არის, არ იციან. მათ აქვთ მონური აზროვნება. ეს არის კოლექტიური ნაცების ტიპური აზროვნება და დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ. მათთვის ამერიკა და ევროპა არის ბატონი. ბატონები არ გვჭირდება, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.