თეგებით ძიება

„გეყოთ, ერთი ადგილი და მოითხოვეთ საზღვრის ჩაკეტვა სრულად!“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი რუსული ლაინერით საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლასა და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

„უკვე ძალიან მარაზმია ეს ყველაფერი.

1) ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არ გამოვა იმ ქვეყანასთან და იმ ქვეყნის ხალხთან კარგი და ტკბილი ურთიერთობა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიოტრიები და, რომელიც ბომბებს გვესროდა ჯერ ჩვენ და ახლა უკრინაში ხოცავს ბავშვბებს. ყოველთვის მოიძებნება საქართვლეოში ადამიანები, ვინც აქ ჩამოსულ რუსებს აგრესიულად დახვდება. შესაბამისად ყოველთვის მოგიწევთ ზურაბ აბაშიძის, ან სხვისი პირით რუსეთის ხელისუფლებისთვის ბოდიშების ხდა და გსიამოვნებთ ეს პოზა? შეიძლება გსიამოვნებთ კიდეც, არ ვიცი.

2) ასევე ოპოზციამ და სამოქალქო აქტივისტებმა უნდა გაიგოთ, რომ არ გამოვა თან რუსეთთან ღია საზღვარი და იქედან შემოსული ტურისტების მეირ დახარჯული ფული გვინდოდეს და თან რუსები აქედან პანჩურებით ვყაროთ. თუ რუსი ტურისტი გვინდა, მაშინ ის ტურისტი ხან მანქანით შემოვა, ხან თვითმფრინავით და ხან გემით, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა? თუ რუსული თვითმფრინავი და რუსული გემი არ გვინდა, მაშინ ზოგდად რუსი ტურისტიც არ უნდა გვინდოდეს და აქციაზე გემის და თვითმფრინავის აკრძალვა კი არ უნდა მოვითხოვოთ მხოლოდ, არამედ ზოგადად რუსეთთან საზღვრის დაკეტვა, როგორც აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანს სომხეთთან დაკეტილი. მაგრამ 2010 წელს მიშა რომ ლარსზე დახვდა რუსებს და ღია საზღვრის პოლიტკა გამოაცხადა, ეტყობა, დღესაც ვერ მიდიხართ ბელადის პოლიტიკის წინააღმდეგ, ან იმ ამომრჩევლის გეშინიათ, ვინც საზღვრის დაკეტვის შემთხვევაში შემოსავალს დაკარგავს და ხართ ასე „ჭრელო პეპელას“ პოზაში, მხოლოდ უვიზოდ შემოსვლის ვადის შემცირებას ითხოვთ, ვითომ სამი თვით შემოსული რუსი არ შეჭამას აქ ხინკალს და ხაჭაპურს და არ იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველო არაა? ვერ მოასწრებს ამეებს სამ თვეში?

„ნურც მოფრინდები-ნურც გაფრინდები“ პოლიტიკას და ხალხის მოტყუებას ყველამ თავი უნდა ანებოს. გეყოთ, ერთი ადგილი და მოითხოვეთ საზღვრის ჩაკეტვა სრულად, ვიდრე ჩვენი ტერიოტრიები იქნება ოკუპირებული! კი, ქოცები გეტყვიან, რომ ეს საზღვარი მიშამ გახსნაო, მაგრამ გამოიჩინეთ სითამამე და თქვით, რომ მიშას მაშინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი. ეს იქნება თანმიმდევრული და სინდიოსიერი მიდგომა“, – წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა