დათი ქოქრაშვილმა ძმას დაბადების დღე თაიმსკვერზე განთავსებულ სარეკლამო ეკრანიდან მიულოცა (ვიდეო)
შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშავებულმა დათი ქოქრაშვილმა, რომელიც ნიუ-იორკში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, დაბადების დღე ძმას, სანდროს ორიგინალურად მიულოცა.
თაიმსკვერზე განთავსებულ სარეკლამო ეკრანზე სხვადასხვა ფოტოები გაეშვა.
"გილოცავ ჩემო სიყვარულო. მაპატიე, რომ ასე შორიდან. ყველაზე დიდი გული გაქვს, ვისაც კი ვიცნობ და მიხარია რომ ჩემი შვილი ხარ. ზუსტად ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.