თეგებით ძიება

სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ომ­ბუდსმე­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ სამ მო­ქა­ლა­ქეს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე ისა­უბ­რა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და სწრაფ და ეფექ­ტი­ან რე­ა­გი­რე­ბას ელო­დე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 31 ივ­ლისს რუ­სე­თი­დან გა­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო გე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის (სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე) მუხ­ლე­ბით, ცხრა­მე­ტი პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი შეხ­ვდა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ სამ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა, რ. მ.-მ ისა­უბ­რა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე. და­კა­ვე­ბუ­ლი რ. მ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და სწრაფ და ეფექ­ტი­ან რე­ა­გი­რე­ბას ელო­დე­ბა.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მიერ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ცხრა მო­ქა­ლა­ქე გა­დაყ­ვა­ნი­ლია სე­ნა­კი­სა და ზუგ­დი­დის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში. ხოლო, ორი და­კა­ვე­ბუ­ლის გა­დაყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა ოზურ­გე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გა­აგ­რძე­ლებს აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა სა­ვა­რა­უ­დო უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის შეს­წავ­ლას და ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას“,- ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა