თეგებით ძიება
31. 07. 2023 მსოფლიო

კრივოი რიჰში დაჭრილთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა - მათ შორის 3 ბავშვია

კრივოი რიჰში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვილკულმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

უწყების ცნობით, დაჭრილებს შორის სამი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.

​ცნობისთვის, რუსეთის ძალები დღეს კრივოი როგს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ. მათგან ერთი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, ხოლო მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა