თეგებით ძიება
31. 07. 2023 მსოფლიო

წინა დღეს შეყვარებულმა მიატოვა, მეორე დღეს კი ლატარიაში 30.500 მილიონი დოლარი მოიგო - ისტორია, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ეს ამბავია ზღაპარს ჰგავს. იმ ზღაპარს, კეთილი დასასრული, რომ აქვს. არა და ყველაფერი მძიმე ისტორიით დაიწყო, მაგრამ „ჰეფი ენდით“ დასრულდა.

მასაჩუსეტის შტატში მცხოვრები 22 წლის სანდიპ სინსი, შეყვარებულმა მიატოვა. მიზეზიც განუმარტა – კარიერულად ვერ ვითარდები და ასეთ ადამიანთან ვერ შევქმნი მომავალსო. ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცი ორ სამსახურში მუშაობდა, რათა გამომუშავებული ხელფასით დედასაც დახმარებოდა და საკუთარი თავიც ერჩინა.

დეპრესიაში ჩავარდნილი სანდიპის ცხოვრება, შეყვარებულის წასვლიდან მეორე დღეს რადიკალურად შეიცვალა. მან ლატარიაში 30 მილიონ 500 ათასი დოლარი მოიგო.

როგორც მედიასთან საუბრისას სანდიპ სინიმ თქვა, რომ საყვარელი ადამიანისგან წასვლით გული ეტკინა, თუმცა დღეს საერთოდ აღარავინ აინტერესებს რადგან უბედნიერესია.

„არ ვიცოდი, რა მექნა. ბილეთი ძირს დავაგდე, დედაჩემმა აიღო, რიცხვებს კითხულობდა, შემდეგ ერთად წავიკითხეთ რამდენჯერმე. დაუჯერებელი იყო, მაგრამ მალევე დავმრწუნდი, რომ 30 მილიონ 500 ათასი დოლარი მოვიგე. მართალია როცა შეყვარებული დამშორდა და გული ძალიან მეტკინა, თუმცა დღეს საერთოდ აღარ მაინტერესებს და უბედნიერესი ვარ.“- ამბობს​ სანდიპ სინი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა