ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსსაც მიაღწიოს - სინოპტიკოსების საგანგაშო პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს, რომ აგვისტო საქართველოში ნორმაზე 2-3 გრადუსით ცხელი იქნება. მისი თქმით, ცალკეულ რაიონებში ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსსაც მიაღწიოს.
„აგვისტო, ნორმასთან შედარებით ცხელია - დასავლეთ საქართველოსთვის, სანაპირო რაიონისთვის 1-2 გრადუსით მაღალი იქნება კლიმატურ ნორმასთან შედარებით, კოლხეთის დაბლობზე, მთიან რაიონებსა და აღმოსავლეთით, ქართლში ასევე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო კახეთში 2-3 გრადუსით.
ცალკეულ რაიონებში შეიძლება ტემპერატურამ მიაღწიოს 40-41 გრადუსს, შესაძლებელია 42-საც. საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება“, - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.
წყარო: spnews.io