კაცი, რომელიც რამდენიმე "ლაიქისთვის“ ექსტრემალურ სელფებს იღებდა, 68-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
30 წლის რემი ლუსიდი, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ცნობილია როგორც რემი ენიგმა, ექსტრემალურ სელფებს იღებდა.
South China Morning Mail-ის ცნობით, ფრანგი, რომელიც ინტერნეტში გახდა ცნობილი თავისი აშკარად ექსტრემალური სელფებით, Tregunter Tower-ზე ასვლის მცდელობისას, ჰონკონგში, შენობის 68-ე სართულიდან გადმოვარდა და მყისიერად გარდაიცვალა.
ჰონკონგის ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი შენობის სახურავზე მივიდა დაახლოებით საღამოს 6 საათზე, რომელმაც დაცვის თანამშრომელს უთხრა, რომ მე-40 სართულზე მცხოვრებ მეგობარს ესტუმრა.
თუმცა, სავარაუდო მეგობარი ფაქტობრივად ამტკიცებდა, რომ მას არ იცნობდა, ამიტომ დაცვა ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ ამაოდ, რადგან ლუსიდი უკვე ლიფტში შევარდა. სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მთამსვლელის ცხოვრების ბოლო ტრაგიკული მომენტები, რომელიც 49-ე სართულზე ავიდა და ცათამბჯენის მწვერვალზე მოექცა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ აღმოაჩინა ლუსიდის კამერა, რომელიც შეიცავს ცათამბჯენებზე მისი ასვლის რამდენიმე ვიდეოს.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"