თეგებით ძიება

პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელსაც მეტამფეტამინი გადაჰქონდა

პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციამ 29 წლის ქართველი დააკავა, რომელსაც ავტომობილით ნარკოტიკული საშუალება, მეტამფეტამინი გადაჰქონდა. ამის შესახებ bielsk.eu იუწყება.

პოლიციამ Kia-ს მარკის ავტომობილი იმის გამო გააჩერა, რომ საქარე მინა ჰქონდა ჩამტვრეული. ჩხრეკის დროს მძღოლი ნერვიულად იქცეოდა. პოლიციამ აღმოაჩინა თეთრი ფხვნილი, რომლის ანალიზის დროს დადგინდა, რომ ეს იყო მეტამფეტამინი.

ასევე შემოწმებისას დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს ავტომობილის მართვა აკრძალული ჰქონდა. მას ბრალი წაუყენეს ავტომობილის მართვის დარღვევისა და ნარკოტიკული საშუალებების შენახვაში. დაკავებულს 5 წლით პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა