თეგებით ძიება

მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს ბათუმში ხალხი და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ 31 ივლისს ბათუმსა და თბილისში გამართულ აქციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო.

"მთელი საქართველოდან ბათუმში ჩაიყვანეს ხალხი და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაში შედის, პარტია ნაცმოძრაობა, ლელო, გახარიას პარტია, ევროპული საქართველო, ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი და თბილისში ნახეთ გუიშინდელი აქცია ასევე ძლივს მოაგროვეს რამდნიმე ათეული ადამიანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. 

რუსებმა ლაინერი დატოვეს, ისინი პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა