თეგებით ძიება

განგაში! - ქვითარი, რომელსაც მაღაზიებში გვაძლევენ, ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშია?

მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქვითარი, რომელსაც ყოველი შეძენილი ნივთის თუ პროდუქტის შემდეგ გვაძლევენ, ჯანმრთელობისთვის საშიშია. "ბისფენოლ A" - სწორედ ასე ჰქვია ტოქსიკურ ნაერთს, რომლის დახმარებითაც თერმულ ქაღალდზე ინფორმაცია წამებში იბეჭდება. კანთან კონტაქტის დროს კი ქიმიური ნივთიერების მოლეკულები ორგანიზმში იმდენად ღრმად შედის, რომ მისი ჩამობანა თითქმის შეუძლებელია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგია, რეპროდუქციული პრობლემები, ალერგიული რეაქცია და ინტოქსიკაცია - ეს რისკების არასრული ჩამონათვალია.

ტოქსიკური ქაღალდი ყველაზე საშიში იმ ადამიანებისთვის არის, ვისი პირდაპირი მოვალეობაც მათი ბეჭდვაა. ასეთ ფურცელთან შეხება ყველაზე ხშირად მოლარეებს უწევთ.

"ბისფენოლ A"-ს ტოქსიკური ზემოქმედება ყველაზე საშიში ბავშვებისთვის არის. ინტოქსიკაციის შემთხვევაში ყველაზე მარტივი შედეგია ალერგიაა, თუმცა საფრთხე გაცილებით დიდია.

"ბისფენოლ A" ადამიანის ორგანიზმში მარტივად ხვდება. ტოქსიკური ნივთიერებით კონცენტრირებულ ქაღალდთან 5 წამიანი კონტაქტიც საკმარისია, რომ მოხდეს მისი ორგანიზმში შეჭრა, ჭარბი დოზის აკუმულაციის შემთხვევაში კი შეუქცევადი პროცესები ვითარდება.

საშიშ ნივთიერებათა ჩამონათვალში შემავალი "ბისფენოლ A"​-თი დამუშავებული ქაღალდი მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია გარემოსთვის, ის პლასტმასისა და პოლიეთილენის მსგავსად არადეგრადირებადია.

ტერმო ქაღალდზე ქვითრის ბეჭდვის ტექნოლოგია ასეთია - ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საღებავი, მის ფუნქციას საშიში მჟავა ასრულებს. გახურებად ქაღალდ დატანილი "ბისფენოლ A"-ს დახმარებით გახურებისას იცვლის ფერს და სწორედ ამ დროს აქტიურდება ტოქსიკური ნივთიერება.

ამათ, კი ვისთვისაც გარდაუვალია თერმო ქაღალდთან შეხება, სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანონ ფიზიკური კონტაქტის დრო, ან გამოიყენონ ხელთათმანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა