თეგებით ძიება
01. 08. 2023 ვიდეო

"დედა, რომელმაც ჩემზე უარი თქვა, 17 წლის სტუდენტი იყო" - ცისნამი საყვარლიშვილის გაშვილების ისტორია და ატირებული ია ფარულავა (ვიდეო)

გადაცემა „ია ფარულავას კონვერტის“ სტუმარი ცისნამი საყვარლიშვილი იყო. მან თავისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდზე ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ მიატოვა იგი ბიოლოგიურმა დედამ.

მისი თქმით, დედა, რომელმაც მასზე უარი თქვა, 17 წლის სტუდენტი იყო. 

"დედა, რომელმაც გამაჩინა იყო სტუდენტი, რომელიც მამამ მიატოვა და ჩემი მოშორებაც კი უნდოდა თურმე, მაგრამ 7 თვიანი გავჩნდი. ალბათ, ამიტომ ყველაფერში სულსწრაფი ვარ. 

გამზრდელი მამის დისგან ვიცი, რომ დედა სამშობიაროში რამდენიმე დღე მოვიდა, რომ ძუძუ ეწოვებინა. 

მამიდა კი სამშობიაროში მუშაობდა ექთნად. ისეთი სიფრიფანა ვიყავი თურმე, არავის არ ვუნდოდი. მოხდა ისე, რომ ჩემს გამზრდელ მშობლებს ორი წლის მერე საკუთარი შვილი ეყოლათ“, - ამბობს ცისნამი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა