ლოს-ანჯელესის მახლობლად 486-ფეხიანი მწერი იპოვეს
ნატურალისტები სედრიკ ლი და ჯეიმს ბეილი ლოს-ანჯელესის გარეთ ლოკოკინებზე ნადირობდნენ, როდესაც უცნობ ცხოველს წააწყდნენ: პაწაწინა, გამჭვირვალე მრავალფეხას [ორწვრილფეხიანების კლასის წარმომადგენელი].
როგორც Smithsonian Magazine წერს, ეს არსება ქაღალდის სამაგრის ზომის იყო, თუმცა მას თითქოს არაამქვეყნიური გარეგნობა ჰქონდა - 486 ფეხით და უცხოპლანეტელის მსგავსი თავით. ბეილი მაშინვე მიხვდა, რომ ათასფეხა ჯერ კიდევ შეუსწავლელი სახეობა უნდა ყოფილიყო.
„ძალიან მინიმალური შანსი იყო, რომ რაღაც ახალ მწერს აღმოვაჩენდი და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ახალი სახეობა იყო“, - ამბობს ბეილი.
საშობაოდ ლოს-ანჯელესში ოჯახთან სტუმრობისას ენტომოლოგი პოლ მარეკი და მისი მეუღლე Whiting Ranch-ში [საჯარო რეგიონალური პარკი კალიფორნიაში] გაემგზავრნენ. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მათ იპოვეს მრავალფეხას მამრობითი და მდედრობითი სქესის ნიმუშები, ჩაყარეს ისინი (ცოტა ნიადაგთან ერთად) პლასტმასის ფლაკონებში და მარეკის ლაბორატორიაში, ვირჯინიაში, წაიღეს. დნმ-ის თანმიმდევრობითა და მწერის სტრუქტურაზე დაკვირვებით, მარეკმა დაადასტურა, რომ ნატურალისტმა ცოლ-ქმარმა Illacme socal-ს [მრავალფეხას სახეობის] გვარში მესამე - ახალი სახეობა აღმოაჩინა. ჯეიმს ბეილმა, მარეკმა და მათმა კოლეგებმა ლოს-ანჯელესში ნაპოვნ მრავალფეხას უხერხემლო უწოდეს. ის მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 13000-მდე გამოკვლეულ მრავალფეხას სახეობას უერთდება.
მრავალფეხები და ტუჩფეხიანების წარმომადგენლები ტექნიკურად მწერებად არ ითვლებიან - ისინი რეალურად ფეხსახსრიანები არიან, უფრო მჭიდროდ არიან დაკავშირებული ზღვის კიბოსთან, კიბორჩხალასთან და არტემიასთან. ისინი, ჩვეულებრივ, ტენიან ადგილებში ცხოვრობენ და უფრო აქტიურები არიან ღამით.
რეალურად, მრავალფეხას უმეტესობას სინამდვილეში 1000 ფეხი არ აქვს. ფაქტობრივად, 2021 წელს აღმოჩენილმა მხოლოდ ერთმა სახეობამ მოხსნა რეკორდი 1306 კიდურით. ეს არსებები ხმელეთის უძველეს ცხოველებს შორისაა, რომლებიც პირველად გამოჩნდნენ დედამიწაზე დაახლოებით 420 მილიონი წლის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ნათესავი ტუჩფეხიანების წარმომადგენლები მტაცებლები არიან, მრავალფეხები დაშლილი მცენარეებით იკვებებიან და ისინი, როგორც დეტრიტივორები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემაში.
„Illacme socal-ის ქცევის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია, ამიტომ გაურკვეველია, თუ რით განსხვავდება ის სხვა მრავალფეხისგან. მაგრამ მისი არსებობა ხაზს უსვამს იმას, რომ მიწისქვეშა ცხოველები წარმოადგენენ "აღმოჩენის მომავალ ზღვარს“. მრავალფეხებს ამჟამად გადაშენება ემუქრება, ამიტომ მათ კონსერვაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ახალი სახეობები ზუსტად ჩვენს ფეხქვეშ არსებობენ. ეს ნამდვილად მიგვიყვანს იმ აზრამდე, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ღია მწვანე სივრცეები და ბუნებრივი ჰაბიტატები, რადგან თუნდაც ინტენსიურად ურბანიზებულ გარემოში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, შესაძლოა კიდევ ვნახოთ ახალი სახეობები", - წერენ მკვლევარები.
წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/new-486-legged-millipede-species-found-near-los-angeles-180982623/