ელენე ჭოლაძე - კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი სამტრედიიდან
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებით ამ დროისთვის სოფელ ბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ჭოლაძე ლიდერობს. მან უმაღლესი, 60 ქულიდან 59 ქულა აიღო.
ელენე ჭოლაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში, 41-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.
ელენე სამედიცინო უნივერსიტეტის აბიტურიენტია. მომავალმა ექიმმა 4 გამოცდა ჩააბარა, სავალდებულო სამ საგანს მათემატიკა დაუმატა.
ელენე ჭოლაძე ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში მაღალ ქულას, საკუთარი შრომის პარალელურად, სკოლის პედაგოგის, ლელა ცქიტიშვილისა და რეპეტიტორი მასწავლებლის, მაია ლორიას დამსახურებად მიიჩნევს.