თეგებით ძიება

ეს ყველაფერი დამცინავად გამოიყურება - ადგილობრივი დეპუტატების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა

ვლა­დი­კავ­კაზ­ში ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი­სა და მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა. ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა სოს­ლან დი­და­როვ­მა გა­ნა­ცხა­და. კონ­ცერ­ტე­ბი ვლა­დი­კავ­კაზ­ში, რეს­ტო­რან „თორ­ნე­ში“, 16 და 25 აგ­ვის­ტოს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

მა­ნამ­დე, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის შე­სა­ხებ სი­ახ­ლეს ნე­გა­ტი­უ­რად აღიქ­ვამ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტია „ერ­თი­ან­მა ოსეთ­მა“ გა­ა­კე­თა.

"ეს კონ­ცერ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მკრე­ხე­ლუ­რად და დამ­ცი­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის ტრა­გე­დი­ის 15 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით. 2008 წლის ომმა ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა სამ­ხრეთ ოსეთ­ში. ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ი­კარ­გა და მრა­ვა­ლი ბავ­შვი ობ­ლად დარ­ჩა. აგ­ვის­ტო სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა შავ თა­რი­ღად ოსე­თის ის­ტო­რი­ა­ში“, - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში გას­ტრო­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ორი კონ­ცერ­ტით წარ­სდგა ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში. ამის გამო, სამ­ხრეთ ოსე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მოთ­ქვეს იმის გამო, რომ ვლა­დი­კავ­კაზ­ში, რეს­ტო­რან „თორ­ნე­ში“ ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი გა­მოჩ­ნდა და ახალ­გაზ­რდებ­მა „შემ­სრუ­ლებლთან ერ­თად ქარ­თუ­ლად იმ­ღე­რეს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა