თეგებით ძიება
01. 08. 2023 ვიდეო

"მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში" - ბათუმში დაკავებული 3 მოქალაქის პროცესი გადაიდო (ვიდეო)

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს. აქციაზე დაკავებულების საქმეს სასამართლო ეტაპობრივად განიხილავს - სამი დაკავებულის პროცესი უკვე დასრულდა. მოსამართლემ სხდომა 7-8 აგვისტოს გადადო. პროცესის გადადება ადვოკატმა მოითხოვა. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ ჩაბარებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო არ ჰქონდა.

დაკავებულებს შორის იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ანთაძის შვილი, ილია ანთაძე. ის დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა.

"უბრალოდ ვიდექი და წინ კაცს ეჭიდავებოდნენ, რა დროსაც ვთქვი - ბაბუასტოლა კაცს, როგორ ექცევით-მეთქი. ამ დროს უკნიდან პოლიციელი მომადგა და შემაგდო პოლიციელებში - მირტყამდნენ ნეკნებისა და ბარძაყის მიდამოებში. არანაირი მიზეზი არ მიმიცია პოლიციისთვის, რომ დაკავების ორდერი გაეცათ. დამიჭირეს, გამისწორდნენ ფიზიკურად, ფიზიკური და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს", - თქვა ილია ანთაძემ.

ბათუმში აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. გამოძიება მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავებულების ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია, 4 მათგანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა