თეგებით ძიება

"ძლიერი ნისლი იყო, მძღოლი ვერ გაუმკლავდა დაბალ ხილვადობას ალბათ" - ვინ არის გომისმთაზე დაღუპული გიდი?

რამდენიმე დღის წინ გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. 

გარდაცვლილი გიდი, ქსენიაა, რომელზედაც ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ბაუჟაძე ავრცელებს.

"გომის მთაზე დაღუპული გიდი კომპანია ჯეორჯიან ჰოლიდეის მფლობელი იყო.

იგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დადებითად გვახსოვს. 

ბევრს მოგზაურობდა საქართველოში და უწვრილმანეს დეტალებში ცდილობდა ყველაფრის ნახვას თუ სწავლას. 

უყვარდა საქართველო და დარჩა აქ.

გომის მთაზე სისტემატიურად აწყობდა ტურებს.

ტრაგედიის დღეს კი ძლიერი ნისლი იყო. მძღოლი ვერ გაუმკლავდა დაბალ ხილვადობას ალბათ...

ორი დელიკიდან ერთერთი გომის მთიდან ჩამოსასვლელში, ხრამში გადავარდა.

ქსენიას ტრავმები შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან...

ბაშკირი გოგონა იყო. უკრაინაში გაზრდილი.

სიმშვიდე ჰქონოდეს მის სულს სასუფეველში!", - წერს ზურა ბაუჟაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა