საშინელი ამბავია! დაღუპული 26 წლისაა - ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
ქობულეთში, სოფელ კოხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის კაცი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდები სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ და დაბრუნებისას სოფლის გზაზე ავტომობილით ხევში გადაცვივდნენ. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.