თეგებით ძიება

ახალქალაქში სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა

ახალქალაქში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ავტომობილი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას spasesnews ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ეკიპაჟის ორი პირი. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“–ს განცხადებით, ავარიის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. დაზიანების აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა