თეგებით ძიება

ილოცონ, რომ ვაგნერელები ჩვენთან გვყავს, მადლობა მითხრან - ალექსნადრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია. ამასთან, ლუკაშენკო არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ვაგნერელი იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი თქმით, მთლიანობაში, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში 30 000 მებრძოლი ირიცხება.

“ილოცონ, რომ ჩვენთან გვყავს ისინი, კიდევ როგორღაც უზრუნველვყოფთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს გარეშე ისინი იქ გააღწევდნენ და ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვსა და ვარშავას. ამიტომ ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან” - განაცხადა ლუკაშენკომ.

23 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლები ვარშავისა და ჟეშუვისკენ ითხოვენ წასვლას. ამის შესახებ მან რუსეთში, პუტინთან შეხვედრისას თქვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა