მოსკოვში ისლანდიის საელჩომ მუშაობა შეაჩერა
მოსკოვში ისლანდიის საელჩომ დღეიდან მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ნათქვამია ისლანდიის მთავრობის განცხადებაში. საელჩოს შენობიდან ისლანდიის დროშა ჩამოხსნეს. მთავრობა აღნიშნავს, რომ საელჩოს მუშაობის შეჩერება არ ნიშნავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.
ისლანდიამ რუსეთში საელჩოს მუშაობის გადაწყვეტილების შესახებ 9 ივნისს გამოაცხადა.
“ეს მარტივი გადაწყვეტილება არაა, რადგანაც ისლანდიას აქვს მდიდარი ურთიერთობები რუსეთის ხალხთან 1944 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუმცა, არსებული ვითარება უბრალოდ არ აძლევს საშუალებას ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში”, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
.