თეგებით ძიება

კანადა სიგარეტის თითოეულ ღერზე გაფრთხილებელ წარწერას დაბეჭდავს - „ბიბისი“

კანადა პირველი ქვეყანაა, სადაც მალე სიგარეტის თითოეულ ღერზე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გამაფრთხილებელ წარწერებს დაბეჭდავენ. ახალ შეფუთვებში ყველა სიგარეტზე ცალ-ცალკე იქნება წარწერები: „მოწევა იწვევს კიბოს“, „საწამლავი თითოეულ ნაფაზში“ და სხვა. ახალი წესი შეეხება სიგარეტს, სიგარას, სიგარელასა და თამბაქოს სხვა პროდუქტებს.

კანადის ჯანდაცვის ორგანოს მიხედვით, რეგულაციის აღსრულება პირველ აგვისტოს დაიწყება. ეს ნაბიჯი კანადაში სიგარეტის მოხმარების შემცირების გეგმის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს 2035 წლამდე მწეველთა რაოდენობის 5%-მდე შემცირებას. ახალ რეგულაციას მიღებამდე 75-დღიანი საჯარო განხილვა უძღოდა.

კანადაში განაცხადეს, რომ ახალი რეგულაციები ფაქტობრივად, შეუძლებელს გახდის, თამბაქოს პროდუქტებზე გაფრთხილებების დაწერას მწარმოებლებმა თავი აარიდონ.

როგორც მედია წერს, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 48 000 კანადელს კლავს, ეს ნაბიჯი კი არის კანადის ძალისხმევის ნაწილი, რათა შეამციროს თამბაქოს მოხმარება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა