თეგებით ძიება

ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია - ვარშავა საზღვრებს აძლიერებს

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა ბელარუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, ბელარუსულმა მხარემ  პოლონეთს წვრთნების შესახებ ადრე აცნობა.

აღინიშნება, რომ ბელარუსულმა ვერტმფრენებმა საზღვარი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაარღვიეს, რამაც რადიოლოკაციური სისტემებით ამის აღმოჩენა გაართულა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, რომ საზღვარზე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე ჩართული იქნას დამატებითი ძალები და საშუალებები, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა