თეგებით ძიება
02. 08. 2023 ვიდეო

როგორ ცდილობენ ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან თავის დაღწევას ადამიანები? - მძიმე კადრები ტრაგედიის ადგილიდან (ყაზახეთი)

ყაზახეთში, ალმატიში ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ ძლიერი ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის გამო, კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხტებოდნენ, მოქალაქეები კი მათ, ზეწრების დახმარებით იჭერდნენ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია 31 მოქალაქე, მაშ შორის, 16 ბავშვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა საევაკუაციო კიბით სარგებლობა ვერ შეძლეს, რადგან მაცხოვრებლებს კიბეებზე საკუთარი ნივთები ჰქონდათ განთავსებული და მაშველებმა გავლა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, მაშველებმა 300-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია მოახერხეს.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა