სამხრეთ კორეაში რეკორდულ სიცხეს 17 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეაში რეკორდული სიცხეს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტო ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ფერმერები და მოხუცები იყვნენ, რომლებიც რეკორდულ სიცხეში გარეთ მუშაობდნენ.
რეკორდული სიცხის ტალღა ქვეყანაში, ივნისის შუა რიცხვებიდან ფიქსირდება.