თეგებით ძიება
02. 08. 2023 მსოფლიო

ომის გამო, უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა. .

უკრაინული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 96 755 ბავშვი დაიბადა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 135 079-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა, წელს დაფიქსირებული ვარდნა ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა.

გაეროს მონაცემებით, ომამდე უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა 43 მილიონს აღემატებოდა, თუმცა ამჟამად 6 მილიონამდე უკრაინელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა