თეგებით ძიება
02. 08. 2023 სპორტი

მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა შორის წარმატებულ სვლას განაგრძობს საქართველოს ნაკრები.

20-წლამდელ გოგონათა შორის 87კგ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლინმა 3 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის მოიპოვა. პირველ მოძრაბა-ატაცში მარიამმა 95/100/102კგ დაძლია და პირველ საფეხურზე აღმოჩნდა, ასევე პირველი იყო აკვრაში დაფიქსირებული 118/123/127კგ-ით, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 229კგ-ით კონტინენტის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების სამივე წევრმა ჩემპიონობა იზეიმა, მურღვლიანამდე ოქროს მედლები დაისაკუთრეს მარიამ მაისურაძემ და ნათია გადელიამ.

დღესვე იასპარეზეს 23-წლამდელთა შორის ირაკლი გობეჯიშვილმა(96კგ) და 20-წლამდელთა შორის გურამ ვეკუამ(102კგ) და ორივე მათგანმა 3-3 ვერცხლის მედალი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. გობეჯიშვილმა ატაცში 161კგ დაძლია, აკვრაში 185/192/196კგ, ორჭიდის ჯამში კი 357კგ-ს მოუყარა თავი. ვეკუამ ატაცში 151/156/159კგ დააფიქსირა, აკვრაში 189/193/200კგ, ხოლო ორჭიდის ჯამში 359კგ მოაგროვა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 39 მედალია: U23-გურამ გიორბელიძე(3 ოქრო), ირაკლი გობეჯიშვილი(3 ვერცხლი), კახი ასანიძე(3 ვერცხლი), არჩილ მალაყმაძე(3 ბრინჯაო), ბაჩუკი შამილიშვილი(3 ბრინჯაო).

U20-საბა ასანიძე(3 ოქრო), ნათია გადელია(3 ოქრო), მარიამ მურღვლიანი(3 ოქრო) გერვასი თაბაგარი(2 ოქრო 1 ბრინჯაო),მარიამ მაისურაძე(2 ოქრო), გურამ ვეკუა(3 ვერცხლი), ზურაბ მსხალაძე(2 ვერცხლი 1 ბრინჯაო) ნიკოლოზ ესართია(1 ვერცხლი), გიგა ოდიკაძე(1 ვერცხლი), გიორგი ხარაზიშვილი(1 ბრინჯაო), თორნიკე ლომთაძე(1 ბრინჯაო).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა