სამტრედიელმა ელენე ჭოლაძემ ინგლისურში 70- დან 70 ქულა აიღო
გოგომ, რომელიც გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგით სამტრედიის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტთა შორის ერთადერთი იყო, რომელმაც უმაღლესი 60 ქულიდან 59 ქულა აიღო, დღესაც გააბედნიერა გულშემატკივრები.
სოფელ ბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე ჭოლაძემ ინგლისური ენის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო.