რომში საქართველოს მოქალაქე ბინების ძარცვის გამო დააკავეს
რომში საქართველოს მოქალაქე ბინების ძარცვის გამო დააკავეს.
არსებული ცნობით, ძარცვაში 2 პირი მონაწილეობდა.
პოლიციელები ეჭვმიტანილებს დაედევნენ, ოფიცრებმა ხანმოკლე დევნის შემდეგ გააჩერეს ეჭვმიტანილებს მანქანა და ჩხრეკა ჩაატარეს.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მანქანაში აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კარებისა და ფანჯრების გასაღებად. ასევე, ამოიღეს AirPods და ძვირფასეულობა.
ამოღებული ნივთები გაძარცული სახლის მეპატრონეებს ეკუთვნოდა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან.
სასამართლო ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.