ასლან ბჟანიამ Astoria Grande -ს ლაინერი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომლის მგზავრებსაც ბათუმში საპროტესტო აქცია მოუწყეს, აფხაზეთში მიიწვია. ამის შესახებ სააგანტო „სპუტნიკი“ წერს.
ე.წ. სახელმწიფოს მეთაური რუს ტურისტებს თბილი დახვედრას დაჰპირდა.
„რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო გემების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება“ - თქვა ბჟანიამ TASS-თან ინტერვიუში.