თეგებით ძიება

"ჩემი შვილის ცხედარი სანაპიროზე არ უპოვიათ..." - რას ამბობს დაკარგული ნათია ბახტაძის დედა?

ოკუპირებულ გალში, 28 ივლისის 17 საათიდან,  28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა, მოგვიანებით, ოჯახმა უარყო ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, სანაპიროზე ქალის ცხედარი მართლაც იპოვეს, თუმცა,  ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, გალში სხვა დაკარგულ ქალსაც ეძებენ.

"უარვყოფ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩემი შვილის, ნათიას ცხედარი სანაპიროზე იპოვეს,მთელი აფხაზეთი ფეხზე დგას.ის ბიჭი, ვინც გაიტაცა ჩემი შვილი, გუშინ დააკავეს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" გაუჩინარებული 28 წლის გოგოს დედამ, იამზე აგუმავამ. 

პირველ აგვისტოს, დაახლოებით დღის 16 საათზე დააკავეს ახალგაზრდა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი 30 წლამდე ოჩამჩირის მკვიდრი მამაკაცი. იგი აინარ წვიშბაა. ის წლებია ქალს ემუქრებოდა. 

წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა