მძიმე სიტუაციაა - ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი და 100 მეხანძრე ცდილობდა
თურქეთის ქალაქ ბურსაში, შედუღებისგან წარმოქმნილი ნაპერწკლის შედეგად გაჩენილი ხანძრისგან ხის 10 ქარხანა დაიწვა. ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი და 100 მეხანძრე ცდილობდა.
ცეცხლის ჩაქრობას 10 საათი დასჭირდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.