თეგებით ძიება

"კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს" - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს.

"კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია "დაასაბუთა." ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს," - წერს გახარია.

ცნობისთვის, გუშინ, 1 აგვისტოს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაციაა და პარალელი კოსოვოსთან გაავლო: "სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს იმას იმეორებენ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა