თეგებით ძიება

„თუ ნამდვილად მეგობრები ვართ, ამერიკამ სავიზო პოლიტიკას უნდა გადახედოს. ასეთი მკაცრი სავიზო პოლიტიკა არც ერთ ქვეყანას არ აქვს“ - თამარ ჩიბურდანიძე

„ევროპაში და განსაკუთრებით ამერიკაში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს და  რაც ყველაზე საწყენია, რუს ემიგრატებს ქართველებზე უკეთესი პირობები აქვთ შექმნილი და ბევრად უკეთ ექცევიან, რაც პირადად მე კითხვებს მიჩენს“, - ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

„გარდა ამისა, ქართველებისთვის მკაცრი სავიზო პოლიტიკა მოქმედებს. ასეთი მკაცრი სავიზო პოლიტიკა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამას მკაცრი კი არა უმკაცრესი ქვია. შეიძლება მე, როგორც დემოგრაფს ეს სიმკაცრე მომწონს, რომ ნაკლები ქართველი გავიდეს ქვეყნიდან, მაგრამ მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორისგან სავიზო პოლიტიკის შეცვლა აუცილებელია. თუ ნამდვილად მეგობრები ვართ, რაღაც დონეზე ამ პოლიტიკას უნდა გადახედონ. სტრატეგიული მეგობრები ასე იქცევიან, მაგრამ თუ სიმართლე გინდათ, უფრო გამკაცრებას ველი. 

საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები დროებითია. ახლა მთელ მსოფლიოში ქაოსია ახლა და თქვენ რომ იცოდეთ ის სქემა და დინამიკა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობა მოძრაობს, გაოცდებით. ასეთი რამ მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს. მოსახლეობას ჩაკეტილი კარი გაუხსნეს და ყველგან მოძრაობს. დღეს საქართველოში და არა მარტო აქ, ევროპული მიგრაციის სტილია. ჩემი მეგობარი, რომელიც ლონდონში ლექციებს კითხულობს  კვირაში ორი დღით ან თვეში ხუთი დღით ჩადის და უკან ბრუნდება. ანუ მსოფლიოში გადაადგილება ძალიან გამარტივდა და საქართველოც მსოფლიოს ნაწილია, თუმცა სახელმწიფომ მიგრაციის მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა და მე ახალი, ძლიერი ინიციატივების მოლოდინში ვარ“, - დასძინა ჩიბურდანიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა